პარიზის ღირშესანიშნაობები
Monday, June 6, 2011
ნოტრ_დამი
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ნოტრ-დამი აგებულია
ქრისტიანული ბაზილიკის ადგილას. იგი ადრეული გოთური
არქიტექტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაგებობაა.ტაძარი
შენდებოდა საუკუნეზე მეტ ხანს. მშენებლობის დაწყება უკავშირდება
ეპისკოპოს მორის დე სიულის სახელს. ტაძრის შენება დაიწყო
ქოროებით,რაც 1182 წელს დამთავრდა. მთავარი კორპუსი
დასრულდა 1196 წელს, ხოლო დასავლეთი ფასადი , თავისი
პორტალებით-1208 წელს.ტაძარმა დასრულებული სახე მიიღო
XIII-ს-ის შუა წლებში,როცა ტრანსეპტის ფრთებმა შეიძინა
დამატებითი საყრდენები. ტაძრის მოცულობის გაზრდის მიზნით
არქიტექტორ ჟან დე შელის ხელმძღვანელობით დაიწყეს გვერდითი
ნავებისა და ქოროებში კაპელების მშენებლობა. დროთა განმავლობაში
სხვადასხვა მოვლენებმა :ომებმა,ნგრევამ-გამოიწვიეს ტაძრის
პირვანდელი სახის დაკარგვა.ეს განსაკუთრებით ეხება საფრანგეთის
რევოლუციის პერიოდს, როცა (1793 წელს) მას დაემუქრა დანგრევის
საშიშროება, თუმცა გადარჩენილ იქნა რობესპიერის მეოხებით.
შემდგომში, 1802 წელს ტაძარი განახლდა, რაც უკავშირდებოდა
ნაპოლეონ I-ის კორონაციას. საბოლოო რესტავრაცია ტაძარში
ჩატარებული იქნა ვიოლელე დიუკის მიერ, 1844-1864 წლებში. 1871
წელს ტაძარი გადაურჩა დაწვას.
ტაძრის ფასადი მასიური და დიდებულია, პილასტრებით დაყოფილია
ვერტიკალურად სამ ნაწილად, ხოლო ჰორიზონტალურად გალერეებით
სამ იარუსად, რომელთაგან ქვედას აქვს სამი ღრმა პორტალი. მათ
ზემოთ მოდის თაღეთი ე.წ. ''მეფეთა გალერეა'', შემდგარი 28
ქამდაკებისგან, რომლებიც წარმოადგენენ ისრაელისა და იუდეის
მეფეებს. სწორედ მათ დაემუქრა მოსპობა 1793 წელს (რევოლუციის
დროს) ეგზალტირებული ბრბოსგან. ცენტრალურ იარუსზე
მოთავსებულია დიდი (10 მ-ის დიამეტრის) აჟურული ფანჯარა-
ვარდული. მის ორივე მხარეს განლაგებულია ორი უზარმაზარი
წყვილი თაღოვანი ფანჯარა. ამ იარუსის სკულპტურულ დეკორს
ქმნის ქანდაკებები; მადონა ყრმით და ანგელოზებით (ცენტრში),
გვერდებზე- ადამ და ევას ფიგურები. შემდგომ იარუსზე ისევ
გალერეაა, ნატიფად შესრულებული თაღედების მთელი სისტემით,
რომელიც აერთიანებს ორ განაპირა კოშკს, ისინი ბოლომდე
დასრულებული სახით არ არის, თუმცა მნახველზე არაჩვეულებრივ
ზემოქმედებას ახდენენ თავიანთი შეისრული წყვილი ფანჯრებით.
ფასადის გაფორმებაში დიდ როლს ასრულებს ქანდაკება.
ეს განსაკუთრებით ჩანს პორტალების გაფორმებისას. ცენტრალურ
პორტალზე გამოსახულია გოთიკის ეპოქის შემოქმედთა ერთ-ერთი
საყვარელი სიუჟეტი- საშინელი სამსჯავრო. თითოეული ფიგურა,
სცენა შესრულებულია უდიდესი ოსტატობით. მარჯვენა პორტალი
წმ. ანას სახელობისაა, აგებულია 1160-1170 წლებში. მასზე
გამოსახული რელიეფები XII-XIII საუკუნისაა. პილასტრზე
გვხვდება V ს. პარიზელი ეპისკოპოსის, წმ. მარსელის გამოსახულება.
აქვეა ეპისკოპოს მორის დე სიულის და ლუდოვიკო VII-ის
ქანდაკებები. მარცხენა პორტალი წმ. ქალწულის სახელობისაა.
ეს ყველაზე ფაქიზი და დახვეწილია სკულპტურული თვალსაზრისით.
აქაც არის მადონა ყრმით, ასევე ღვთისმშობლის მიძინების სცენაც.
არის ფიგურები, რომლებიც გამოხატავენ წელიწადის თვეებს. ტაძრის
ფასადის გაფორმებაში უხვადაა გამოყენებული დეკორატიული
ჩუქურთმა. გვხვდება მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტები.
ყველა მათგანისთვის თვისობრივია პლასტიურად მოცულობითი
ფორმის შეთავსება აჟურულსახიან სილუეტთან. ტაძრის ინტერიერი
შთამბეჭდავია. გრანდიოზული შუანავის შიდა სივრცე ბატონობს
გვერდითა ნავების დაბალ და ნაკლებად განათებულ სივრცეზე.
ინტერიერი, ისევე როგორც ფასადი, განსმჭვალულია საზეიმო
მკაცრი დიდებულებით, მაგრამ მისი არქიტექტურული რიტმი
უფრო ზეაღმართულია და მატერიალური სიმძიმე ნაკლებად
შეიგრძნობა. ცენტრალური ნავის შიდა კედლები სამ ნაწილადაა
დაყოფილი. ქვედა შედგება მასიური და დაბალი ბურჯებისგან,
რომლებიც გამოყოფენ ცენტრალურ ნავს გვერდითებისგან. შუა
ნაწილს ქმნის თაღები, თავიანთი ფორმით ახლოს მდგომნი
დასავლეთის ფასადის II იარუსის წყვილ ფანჯრებთან. III იარუსს
წარმოადგენს ისრული მაღალი ფერადვიტრაჟიანი ფანჯრები.
რაც უფრო მაღლაა იარუსი, მით უფრო მოხდენილია, წაგრძელებულია
ფანჯრებისა და თაღების პროპორციები. ცენტრალური ნავის სირმეში
მოთავსებულია საკურთხეველი, განათებული სანთლებისა და
ვიტრაჟების არაჩვეულებრივი ათინათით. გოთური ტაძრის
ინტერიერის აღქმისას ნათლად შეიგრძნობა სივრცობრივი ფორმებისა
და რიტმების მხატვრული ძალა, სილამაზე და სიმდიდრე. ადამიანის
სულის სიდიადე შეადგენს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის
ესთეტიური მომხიბვლელობის საფუძველს.
ლუვრის მუზეუმი
ლუვრის ისტორია იწყება 1200 წლიდან , მაშინ როდესაც
მეფე ფილიპ-ოგუსტმა მდინარე სენასთან ახლოს თავდაცვის
მიზნით ციხე-სიმაგრე ააშენებინა. თავიდან ამ ნაგებობას სამეფო
სასახლის დანიშნულება არ ჰქონდა და გამოიყენებოდა მხოლოდ
ძვირფასეულობის და არქივის შესანახად.
XIV-საუკუნეში ,შარლ V , ბრძენად წოდებულმა ამოირჩია ეს
ნაგებობა საცხოვრებლად და ააშენა ცნობილი ბიბლიოთეკა
რომლის ზედმეტი სახელითაც შევიდა ეს შენობა ისტორიაში.
მისი მეფობის შემდეგ იქ არ უცხოვრია არცერთ მეფეს 1546
წლამდე.ამ წელს კი ფრანსუა I-მა არქიტექტორ პიერ ლესკოს
დაავალა რენესანსის ეპოქისათვის შესაფერისი სასახლე
აეშენებინა. ამგვარად დაინგრა ძველი ციხე-სიმაგრე და
ააგეს ახალი.მშენებლობა გაგრძელდა ანრი II-დროს.
მისი გარდაცვალების შემდეგ ქვრივმა(დედოფალმა)კატრინ
მედიჩმა მშენებლობა გადააბარა ფილიპ დელორმს,რომელსაც
ასევე ტუილრის სასახლის აშენება და ლუვრთან მიერთება
დაევალა. მშენებლობა გრძელდებოდა ანრი IV, ლუიXIII,
და ლუი XIV ეპოქაში,მაგრამ 1682 წლიდან სამეფო დინასტია
გადავიდა ვერსალში და მიტოვებული სამუშაოები იმდენად
განადგურდა,რომ მისი დანგრევაც კი დადგა დღის წესრიგში.
შეიძლება ითქვას,რომ 1789 წლის 6 ოქტომბრის მანიფესტაციის
მონაწილეებმა,რომელთაც ვერსალს მიაშურეს პროტესტის
ნიშნად, გადაარჩინეს ლუვრი, რადგანაც სამეფო კარი კვლავ
ლუვრში დაბრუნდა საცხოვრებლად.
რევოლუციის შემდეგ ნაპოლეონის და ნაპოლეონ III პერიოდში
გაგრძელდა სამშენებლო სამუშაოები.ამ დროისათვის ლუვრში
უკვე ინახებოდა რამდენიმე მეფის მიერ მოგროვებული ხელოვ-
ნების საუკეთესო ნიმუში. 1793 წლის 10 აგვისტოს იგი პირველად
გაიხსნა როგორც მუზეუმი. ლუვრის გამდიდრება ყველაზე მეტად
ნაპოლეონმა შესძლო. იგი დამარცხებულ ქვეყნებს საუკეთესო
ხელოვნების ნიმუშებს ართმევდა ხარკად და საკუთარ
სამშობლოში მოჰქონდა. დღეს ლუვრში 40 000 -მდე ნიმუში ინახება
მათ შორის ჯოკონდა . მუზეუმი დაყოფილია :ეგვიფტის
ბერძნული, რომაული,ანტიკური,შუასაუკუნეების და თანამედროვე
ნიმუშების სექტორად. აქვე ინახება საფრანგეთის სამეფო კარის
ძვირფასეულობა.
დღევანდელი ლუვრის სახეცვლილებაში დიდი წვლილი მიუძღვის
პრეზიდენტ ფრანსუა მიტერანს. 1981 წელს მან მოითხოვა მთელი
ლუვრის შენობა გადაკეთებულიყო მუზეუმად, ხოლო ფინანსთა
სამინისტრო, რომელიც ამ შენობის ერთ ფრთას იკავებდა ბერსში
გადავიდა. ამავდროულად ლუვრს მიუმატეს თანამედროვე ელემენტი
"გამჭვირვალე პირამიდის" სახით,რომელიც შესასვლელის ფუნქციას
ასრულებს.ეს სამუშაო შეასრულა ამერიკელმა, წარმოშობით ჩინელმა
არქიტექტორმა ეო მინგ პეიმ.
მილიონობით ადამიანის აღტაცებას იწვევს მსოფლიოში ერთ-ერთი
ულამაზესი მუზეუმი-ლუვრი.

ეიფელი
პარიზის სავიზიტო ბარათი არის ეიფელი. ეს ნაგებობა
უნიკალურია როგორც ჩანაფიქრით, ასევე ხორცშესხმითაც
ეიფელი გვაოცებს თავისი ზომებით, მისი სიდიადე გვიჩვენებს, თუ
რა შეუძლია ადამიანის გენიას. კოშკი აგებულ იქნა საერთაშორისო
გამოფენისთვის 1889 წელს. ეს იყო წლები მრეწველობის
რევოლუციისა,პროგრესისა და მეცნიერული მიღწევებისა.
ამ დროს მოხდა რადიკალური ცვლილებები არქიტექტურაშიც.
სურვილს, რომ ყველა შენობა გამხდარიყო უფრო მსუბუქი,
დინამიური და თანამედროვე, აკმაყოფილებდა მინა და
ფოლადი. ხატოვნად რომ ვთქვათ, ინჟინერმა შეცვალა
არქიტექტორი. ასეთი ინჟინერი გახლდათ გუსტავ ეიფელი,
რომელიც მხოლოდ ქაღალდზე პროექტის შემოხაზვით არ
დაკმაყოფილდა და ხორცი შეასხა თავის ჩანაფიქრს.ეიფელის
ფოლადის სილუეტი პარიზის თავზე საზეიმოდაა აღმართული,
როგორც ქალაქის ქანდაკება. მასში გაერთიანებულია პარიზის
წარსული, აწმყოდა მომავალი. მიუხედავად იმისა, რომ
ეიფელი აგებულია 15000 შედუღებული მეტალის დეტალისგან,
7000 ტონაა, დგას 4 ფეხზე, აქვს ბეტონის საძირკველი,
სიმაღლე კი 320 მეტრს აღწევს, ეიფელი ერთი შეხედვით მაინც
ძალიან მსუბუქია.კოშკი აგებულია 3 დონისგან: პირველი
პლატფორმა (იმყოფება 57 მეტრზე), მეორე- 115 მეტრზე და
მესამე- 274 მეტრზე. ბარები და რესტორნები ყველა სართულზეა
განლაგებული, რაც მეტ თანამედროვეობას ანიჭებს კოშკს.
ზოგჯერ, როცა მხედველობის არე კარგია, შეგვიძლია დავინახოთ
საგნები 79 კმ-ის რადიუსით.კოშკის ქვემოთ იშლება მარსოს
მწვანე მინდორი, რომელიც გადააქციეს მშვენიერ სცერად.
იმპერიისა და რევოლუციის პერიოდში აქ ტარდებოდა
ხალხმრავალი დღესასწაულები, აღნიშნავდნენ 8 ივნისსაც-
''უმაღლესი ქმნილების დღესასწაულს'', რომელიც დაადგინა
რობესპიერმა. ''მოდერნიზმის'' პერიოდში. სკვერის დიდ
ნაწილს იყენებდნენ მსოფლიო გამოფენებისთვის.
ამჟამად ეს სკვერი დაყოფილია ალეებად და გაშენებულია
ყვავილების ბაღები.

Subscribe to:
Posts (Atom)